26 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე დივიზიონის A ჯგუფში, ჩვენი გუნდი ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები, ისლანდიის გარდა, ავსტრალიის, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებებს დაუპირისპირდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი, პირველი დივიზიონის B ჯგუფის საგზურს მოიპოვებს.

მსოფლიო პირველობაზე მეორე შეხვედრას, საქართველოს ნაკრები, 17 აპრილს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები