"არავითარი ომი", "გამოდით ნატოდან" - ამ შეძახილებით ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და უკრაინის ომის დასრულება მოითხოვეს.
პრაღაში, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. დემონსტრანტებმა, მაღალი ინფლაცია და ენერგორესურსებზე ფასები გააპროტესტეს.