26 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთ რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

სუდანში, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ბაზაზე. დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, დაშავებულია ასობით ადამიანი.

დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების სამი საათის განმავლობაში შეეწყვიტათ, რათა დაჭრილები საავადმყოფოებში გადაეყვანათ, თუმცა აფეთქებები და სროლა მაინც არ წყდება.

ბრძოლა რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ დაიწყო, სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.

დღის ამბები