დღე, როდესაც უდიდეს მწუხარებას უდიდესი სიხარული ანაცვლებს. მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოს ყურადღება იერუსალიმისკენ იყო მიმართული. ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, წმინდა მიწაზე მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით ადამიანი შეხვდა - მათ შორის იყვნენ ქართველები და "კურიერი PS-იც".
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ მძიმე, ვნების კვირა უძღვის. 7 დღე, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ იესოს სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა. დაინახონ უხილავი კავშირი ძველ ისტორიულ მოვლენებსა და მათ ცხოვრებას შორის.
"კურიერი PS-იც" გადამღები ჯგუფი, მათ შორის ავთო გვასალია აღდგომას იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში შეხვდა.
მომლოცველები, გზა გოლგოთამდე და ღვთიური ცეცხლი - "კურიერი PS-ის" ეთერში.
ავტორები: ავთო გვასალია, ალექსანდრე ჩივაძე,