როგორია სოფლის მღვდლის ერთ დღე - "კურიერი P.S." ბაკურციხეში ჩავიდა და წმინდა გიორგის ეკლესიას ესტუმრა. ეს არის ტაძარი, სადაც წმინდა გრიგოლ ფერაძე მოინათლა. არქიმანდრიტი, რომელიც ფაშისტებმა უდანაშაულო ადამიანთა დახმარების გამო დააკავეს და პოლონეთში ნაცისტური გერმანიის მიერ მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
სწორედ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა სიცოცხლის ბოლო დღეები წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლმა. ბაკურციხეშია წმინდანის სახლ-მუზეუმიც, რომელსაც ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი პატრონობს. ის ისევე შრომობს, როგორც ჩვეულებრივი გლეხი. საქმე უამრავია. უვლის ვენახს, ბაღს და რა თქმა უნდა მარანშიც ფუსფუსებს.
ავტორი: გიორგი ქორქია