26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
აღდგომას საფლავებზე გადასვლას ცდილობენ გალელები, თუმცა ვისაც საოკუპაციო რეჟიმის დაწესებული სპეციალური საბუთები არ აქვთ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ

აღდგომას საფლავებზე გადასვლას ცდილობენ გალელები - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების ნაწილზე ახლობლები გასვლას ვერ ახერხებენ. ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული სპეციალური საბუთები, უმეტესად კი ბინადრობის მოწმობა აქვთ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც აღდგომის დღესაც მიმოსვლა გრძელდება. უმეტესად კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან ადამიანები, რომლებსაც მიცვალებულების საფლავების მონახულება სურთ.

ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ახლობლების საფლავებზე გადასვლა შეძლეს, "კურიერთან" ყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მათ ახლობლებს, ვისაც შესაბამისი საბუთები არ აქვთ, არა თუ მიცვალებულების საფლავის მონახულება, არამედ ახლობლების დატირებაც კი არ შეუძლიათ.

 

დღის ამბები