ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო, რომელიც ერთი კვირა გრძელდება. მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება.
"ყველა ჩვენთაგანისთვის არის ერთ-ერთი წმინდა დღე, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში არის შეიძლება ითქვას ყველაზე მთავარი. ყველას მინდა მივულოცო ეს დღესასწაული, მინდა ვუსურვო აბსოლუტურად ყველაფერი ის, რაც შეიძლება უსურვო ადამიანს წმინდა დღეს," - აცხადებს მრევლის ერთ-ერთი წარმომადგენელი.