ალავერდის მამათა მონასტერში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს - ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაული ტაძარში ღამისთევის მსახურებით შესრულდა.
ღვთისმსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
"ჩვენს ერს, მრევლს და ჩვენს ხალხს, საქართველოს ვულოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენს ერსა და ქვეყანს მისცეს მშვიდობა, ერთიანობა და ხალხსა და მრევლს მისცეს მადლიერება ღვთისა და სიყვარული მოყვასისა," - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე).