26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
თელ-ავივის ქუჩებში ათასობით ადამიანის საპროტესტო აქციები გრძელდება - ისინი მთავრობის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ

ათი ათასობით ისრაელელი თელ-ავივის ქუჩებში ისევ გამოვიდა - ისინი მთავრობის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. აქციები უკვე ზედიზედ მე-15 კვირაა მიმდინარეობს.

აქციის მთავარი ღონისძიების დასრულების შემდეგ მსვლელობები დაიწყო ქუჩებში. მათ აიალონის გზატკეცილზე გასვლა სცადეს. ადგილზე ისრაელის პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული, რომლებიც ხალხის გადაადგილების შეფერხებას ცდილობდნენ.

ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმის გადახედვას არ აპირებს და ამბობს, რომ რეფორმები საჭიროა აქტივისტი მოსამართლეების დასაკავებლად, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ერეოდნენ.

დღის ამბები