ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი ქრისტეს აღდგომის ტაძარში და "კურიერი" წმინდა მიწაზე - იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები, მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ.
ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15 საათსა და 54 წუთზე აღსრულდა. ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის ხილვას ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ელოდება. აღდგომის ტაძრიდან ცეცხლი პირველად ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში მიიტანეს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასულ მომლოცველებს კი ის საკუთარ ქვეყნებში მიაქვთ.