26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ორი კვირა შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებამდე - კანდიდატების წარდგენა უკვე დასრულებულია

ორი კვირა შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისია მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ემზადება.

კანდიდატების წარდგენა უკვე დასრულებულია. ცესკოში ამბობენ, რომ 29 აპრილს, ამომრჩევლის 91 პროცენტი, ხმას ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს.

სპეციალურ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია იმ სერვისებსა და ვადებზეც გააჟღერა, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას ეხება.   

"29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ მოთხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული, მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ, არა უგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაგვიკავშირდნენ.

იგივე პროცედურა იგივე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რიგგარეშე არჩევნებში. რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას, ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა და იმყოფება იმავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის, მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 21 აპრილის 18:00 საათამდე," - ამბობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები