26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუს მესაზღვრეებს დღეს სამუშაოები აღარ განუახლებიათ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუს მესაზღვრეებს დღეს სამუშაოები აღარ განუახლებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ისინი მთელი დღის მანძილზე მუშაობდნენ და საოკუპაციო ხაზზე დაამონტაჟეს მოძრაობის და სათვალთვალო დეტექტორები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ოკუპანტები დღესაც შენიშნეს, თუმცა, ისინი ჩვეულ რეჟიმში პატრულირებდნენ.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

 
დღის ამბები