გუშინ გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 - დედა-შვილი კლინიკაში დაიღუპა.
დაშავებულები "გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილის გულის ამუშავება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სოფელ გომიდან იყვნენ.
გარდაცვლილები არიან ნინო შუკაკიძე და მისი ქალიშვილი ანასტასია ნათენაძე.
დედა-შვილი რუსთავში ცხოვრობდა.