გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. მასში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ხელსაქმე შეუძლია.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები და საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც სიმბოლურ ფასად იყიდება. ადგილზეა შესაწირი ყუთიც. თანხა სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.