თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. კულტურის მინისტრი ამჯერად ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც სკოლა 2014 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და პირველია, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ძალისხმევით დაარსდა.
2022 წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 44 მოსწავლეა. ასევე, მინისტრი ანსამბლის "საგალობელი" წევრებს შეხვდა და აცნობა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ისინი მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრებიან და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ.