26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
როგორ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგომის ღამეს და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტებიც, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

ამ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: "მარჯანიშვილი", "დიდუბე", "დელისი“, "სარაჯიშვილი", "ვარკეთილი", ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან

დღის ამბები