იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის - ქართველი მომლოცველები ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის შესრულებას ელოდებიან.
ცეცხლის ჩამოსატანად უკვე რამდენიმე წელია იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელიც საერო და სასულიერო პირებისგან შედგება ცეცხლი აღდგომის ღამეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დროს, ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ, ის სახლშიც წაიღონ.