დიდ დიღომში, რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მოქმედ ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, 16 მარტს, ტრაგედიის ადგილას გამვლელ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნებისმიერ დეტალზე დაკავშირებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.
"ანი იანუშაიტიტეს დედა გწერთ. გთხოვთ ყველას, ვინც 16 მარტს 22.00-24.00 საათამდე სეირნობდით და იმყოფებოდით ლელო არენის და ხელოვნების კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდით პირადში. თუნდაც უმნიშვნელო დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. ანი მოკლულია და მკვლელი ქუჩაშია," - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.