26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში - თერჯოლაში საინიციატივო ჯგუფის რჩეულმა კანდიდატურა მოხსნა

ორი კვირა შუალედურ არჩევნებამდე - დარჩენილ მცირე დროში თერჯოლაში საინიციატივო ჯგუფის რჩეულმა კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში ახლა მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს. მერობის უკვე ყოფილი კანდიდატი გადაწყვეტილების მიზეზად კვლევების წინასწარ შედეგებს ასახელებს.

თერჯოლა ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც ოპოზიციამ კანდიდატი არ დააყენა. 10 მუნიციპალიტეტიდან მმართველ პარტიას ოპონირებას ფოთში კახა კუკავას პარტიის წევრი, ტყიბულში კი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გაუწევენ; დანარჩენ ოლქებში ხელისუფლების ოპონენტების კანდიდატები არ მონაწილეობენ.

29 აპრილს ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევს. 10 მუნიციპალიტეტში გახსნილ, 165 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს.

 
დღის ამბები