26 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს.

"ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით," - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

დღის ამბები