26 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მიხეილ მაზანაშვილის გადმოსვენებას მშობლიურ სოფელში ჩოხოსანი ბავშვები და თანასოფლელები საქართველოსა და უკრაინის დროშებით შეხვდნენ

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. პატივისცემის ნიშნად, ჩოხოსანი ბავშვები და თანასოფლელები ცხედარს სოფლის შესასვლელში საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

მიხეილ მაზანაშვილი ბახმუტთან 27 მარტს დაიღუპა. დაღუპული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან არის. ის უკრაინაში ერთი წლის წინ წავიდა. მაზანაშვილს სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ის მსახურობდა როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ასევე, ავღანეთში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით.

 
დღის ამბები