26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა
"ევროპული საქართველოს" ორგანიზებით, კამპანია "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გალში მცხოვრებ ქართველებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
 
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, დეოკუპაციის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მოსახლეობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. 
 
"მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში და აყველა ოკუპირებულ ზონაში რუსეთის ფედერაციის მიერ, ცხინვალის რეგიონშიც, მაგრამ განსაკუთრებით გალში, ადგილზე უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოქალაქეებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. მე არ ვიძახი, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა დეოკუპაციის გარეშეა შესაძლებელი, ეს შეუძლებელია, მხოლოდ სრული დეოკუპაცია მოხსნის ამ პრობლემას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 
დღის ამბები