ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის 30-ე ტურში ოლიმპია მილანოს უმასპინძლა და მეტოქეს 5 ქულით - 89:84 სძლია.
იტალიური დერბი ევროლიგაზე დაძაბული გამოდგა და ვირტუსმა პირველი ტაიმი 8 ქულით წააგო, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები დამაჯერებლად მოიგო და ევროლიგის რეგულარული სეზონი 14 მოგებით დაასრულა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველი ფორვარდი სამჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.