26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება - ვიქტორ ორბანი

უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპა უზრუნველყოფს თანხის გაცემას უკრაინაში ხელფასებისთვის, პენსიებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის, ამიტომ არ შეიძლება, ეს მუდმივად გაგრძელდეს. ორბანის თქმით, როგორც კი ევროპა უარს იტყვის უკრაინის დაფინანსებაზე, ომი დასრულდება. მედიაში აქტიურად ვრცლდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უნგრეთში წამყვანი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები