26 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
"მისტერ ოფშორი" - BBC-ის სკანდალურ გამოძიება, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია

BBC-მ საგამოძიებო ფილმი დადო. ვიდეო მასალა 46 წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია.

"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.

აღმოჩნდა, რომ BBC-ის კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.

თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.

ფილმში გამოყენებულია გერმანელი პროკურორის ინტერვიუ რომელიც ამბობს, რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. 

"ისინი პროფესიონალი და ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს. მათ დაახლოებით ასობით მილიონი ლარის მოგება აქვთ. ჩვენ გვყავს მსხვერპლი რომელიღაც პლატფორმიდან. მისგან ვიცით, რომ მან გადარიცხა თანხა ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე გერმანიაში. შემდეგ ჩვენ გავიგეთ უკვე ამ კომპანიის ტრანზაქციების შესახებ. 

აქედან უკვე გავარკვიეთ რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ყველა მათგანმა ამ საბანკო ანგარიშით ისარგებლა. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევები, რომლების შესახებ არავინ არაფერი იცის. ჩვენი მთავარი პრობლემა კი სწორედ ისაა , რომ მხოლოდ ისეთი შემთხვევები ვიცით, რომლებიც გამომჟღავნებულია." - ამბობს პროკურორი.   

BBC-ის გადაღებული აქვს "მისტერ ოფშორის" ჩელსიში მდებარე 18 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლიც.

ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა, საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზე, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა, ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული.

 

 

 

დღის ამბები