26 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც - მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აშშ-ზე

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტზე უარს აცხადებს, რადგან მან პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.

მოსამართლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს:

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.

შეგახსენებთ, მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

 

დღის ამბები