კახეთი სტიქიას ებრძვის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საუბნო გზები დააზიანა. განადგურებულია ვენახები და სავარგულები.
დაზარალებულ სოფლებში უკვე მიმდინარეობს სტიქიის ზარალის დათვლა და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ზარალის ზუსტი რაოდენობა კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სტიქიის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.