26 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო

სტრასბურგში, 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიზიტის გადადების მიზეზებია განმარტებული.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიზიტის გადადების მიზეზს განმარტავს. 

"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო." - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

დღის ამბები