უკვე 1 საათია რიკოთის გავლით მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს. გზაზე შექმნილი ვითარების გამო, უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მსუბუქი ავტომობილები აქ გადაადგილებას მხოლოდ დილის 7-დან საღამოს 7-მდე შეძლებენ.
ტრაილერებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის კი რიკოთის გადავლა ნებადართულია მხოლოდ ღამის 9-დან დილის 06:00 სთ-მდე, რევერსულად.
რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ალტერნატიულ გზას, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქ თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.