26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
მისკომუნიკაცია არ ვფიქრობ, რომ იყო ოპოზიციას შორის, ეს იყო როგორც ჩანს თავად ენმ-ში, მთავარია თემა ისევ დღის წესრიგშია, ყველა თანახმაა, 18-ში კენჭი ვუყაროთ და შეიქმნას საგამოძიებო კომისია - ხათუნა სამნიძე

"როგორც ჩანს თავად ნაციონალურ მოძრაობაში" იყო კომუნიკაციის პრობლემა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ფრაქციის თავმჯდომარისგან, რომ ყველა იქნებოდა და დაესწრებოდა სხდომას," - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, რიგგარშე სესიის მოწვევის გაუქმების და საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, თითოეული დეპუტატი არის თანახმა, რომ 18-ში კენჭი უყარონ  საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

"მთავარია, რომ დღეს ეს თემა ისევ აქტუალურია, ისევ დღის წესრიგშია და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კენჭი ვუყაროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და აქ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. ანა [ წითლიძე] საუბრობდა მისკომუნიკაციაზე, ეს მისკომუნიკაცია არ ვფიქრობ, რომ იყო ოპოზიციას შორის, ეს იყო როგორც ჩანს თავად "ნაციონალურ მოძრაობაში", იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ფრაქციის თავმჯდომარისგან, რომ ყველა იქნებოდა და დაესწრებოდა სხდომას.  

დღეს ჩვენ ბრიფინგი გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით და ვთხოვეთ ყველას, მედიას, კოლეგებს, რომ შეგვეწყვიტა ეს ურთიერთბრალდებები, ამის დრო არის არის. მთავარია, რომ ყველა ვდგავართ ერთ მხარეს, არცერთ ოპოზიციონერს, გარდა "ევროპელი სოციალისტებისა". თითოეული დეპუტატი არის თანახმა, რომ 18-ში კენჭი ვუყაროთ და შეიქმნას საგამოძიებო კომისია," - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები