26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"ნაცმოძრაობამ" იცის, რომ საბოლოოდ ეს დისკუსია მთავარ ოპოზიციურ პარტიამდე მივა, ამიტომ ენმ არ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომიისის შექმნას, სააღდგომოდ წავლენ სადმე - იაგო ხვიჩია​

ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს - მცდელობა სასამართლო სისტემის საგამოძიებო კომისია შეიქმნას ურთიერთბრალდებების ფონზე ისევ მცდელობად რჩება, საკითხს კენჭს 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე უყრიან, იქამდე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საჭირო 50 ხმის მოგროვებას. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ნაცმოძრაობამ" იცის, რომ საბოლოოდ ეს დისკუსია მთავარ ოპოზიციურ პარტიამდე მივა, ამიტომ ენმ არ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომიისის შექმნას, სააღდგომოდ წავლენ სადმე.

"ნაცმოძრაობა არ დაუჭერს მხარს მის შექმნას. თქვენ იცით, რომ უკვე ერთხელ ეს ჩაშალეს. მაგალითად, სააღდგომოდ სადღაც წავლენ... ზოგადად ეს კომისიის არ შექმნა, რომ არ აწყობთ მთავარო ოპოზიციურ პარტიად წოდებულ "ნაციონალურ მოძრაობა", ეს არის ტრაგედია. ხმას ვერ იღებს მთავარი ოპოზიციური პარტია. იმიტომ, რომ იციან, რომ საბოლოოდ ეს დისკუსია მივა "ნაციონალურ მოძრაობამდე",-განაცხადა იაგო ხვიჩია.

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები