საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თბილისი–სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან, გზის სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.
"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება,"-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.