26 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ევროპარლამენტისა და უკრაინის რადას დეპუტატები ხვალ ერთობლივ სხდომას გამართავენ

ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ერთობლივ სხდომას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთობლივი სხდომა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის ხასიათსა და გამოწვევებზე აზრების გაცვლას მიეძღვნება.

"ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტების თავმჯდომარეების შეკრება, რათა განიხილონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ასევე სოლიდარობის გამოხატვა კიევისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის რუსეთის შემოჭრას", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები