1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7599 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.