"რუსთავი 2-ის" "შეფ გეიმი", გურამ ბაღდოშვილი და ქართული გასტრონომია CBS-ზე - ამერიკული ტელეგიგანტი, დილის გადაცემას პატარა ქვეყნის დიდ ცივილიზაციას უთმობს.
ამერიკიდან საქართველოში ჟურნალისტი გასულ წელს, შემოდგომაზე ჩამოვიდა. მოკლე დროში შეფ - გურამ ბაღდოშვილმა სტუმარი საქართველოს თითოეულ კუთხეში, თავის მომზადებული სხვადასხვა კერძით ამოგზაურა.
CBS-ის ჟურნალისტის ყველაზე დიდი აღფრთოვანება ქართული ღვინის 8000 წლიანმა ისტორიამ და ხაჭაპურმა დაიმსახურა.
სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება რუსთავი2-ის კულინარიულ შოუს- "შეფ გეიმს" დაეთმო. გადაცემა "რუსთავი2-ის" ეთერში ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე გადის. შეფი, არხის სახე და გადაცემის მთავარი წამყვანია.
გურამ ბაღდოშვილმა ამერიკულ დილის გადაცემაში ვრცლად ისაუბრა ქართულ გასტრონომიაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დააგროვა. ახლა გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს - გურამ ბაღდოშვილი მასტერკლასებისთვის ემზადება.
უნიკალური ქვეყანა განსაკუთრებული გემოებით - ქართულ სამზარეულოზე მომზადებული ვრცელი სიუჟეტი მილიონობით მაყურებელმა სიბიესის ეთერში უკვე იხილა.