რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს.
ახალი დირექტორი "კურიერთან" ამბობს, რომ სამინისტრომ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექიმების პროტესტი შეწყვეტილია.
"დღეიდან მე ვასრულებ დირექტორის მოვალეობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენი მოთხოვნები რაც იყო სრულად არის დაკმაყოფილებული ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან. პროტესტი შეწყდა და რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს პაციენტების მომსახურებას. კლინიკური პროცესი არ წყდება, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სამინისტროს მხრიდან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლინიკამ გამართულად იმუსაოს,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა თავართქილაძე.
თეა თავართქილაძე დღემდე, საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ზაზა ავალიანის წასვლას კი, წინ ექიმების პროტესტი უძღოდა და საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.