26 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ქვათაცვენის გამო რიკოთზე გადაადგილება ისევ აკრძალულია

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა გზის გაწმენდამდე დროებით ისევ შეიზღუდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, ამის გამო იქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

მათივე ცნობით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით," - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები