26 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
კენტუკის შტატში, ბანკში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაიჭრა

კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ ბანკში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, პირი რომელმაც ბანკში სროლა დაიწყო გარდაცვლილია, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ის.

საპატრულო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.

დღის ამბები