26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
46 ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევას სთხოვს, მაგრამ არა ხვალ -  მათი თქმით, ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხმები არ ჰყოფნის

46 ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, ერთადერთი საკითხის განსახილველად სთხოვენ. შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შეისწავლის.

ოფიციალური მიმართვა დეპუტატებმა პრეზიდენტს დრეს გაუგზავნეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ინიციატივის ერთადერთი მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.

ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია ოპოზიციაშიც. საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია ""ევროპელ სოციალისტებს"". ""სტრატეგია აღმაშენებელში"" კი ამბობენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგება.

ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, მმართველი გუნდი, შეერთებულშტატებს 2016 წლის ფარული ჩანაწერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა გვარამიასა და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის საუბარს იხსენებს და ამბობს რომ თავის დროზე სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტით პარტნიორი ქვეყანა არ დაინტერესებულა.

მმართველი გუნდი ამ ჩანაწერზე საუბრობს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.

თუ პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას მოიწვევს, ოპოზიციას საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

დღის ამბები