ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ჭავჭავაძე-ასათიანის კვეთაზე მოხდა. ადგილზე, სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.