26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ათობით უკრაინულ სატვირთოს, სანქციების გვერდის ავლით, ყოველდღიურად გადააქვს რუსული საწვავი ლატვიის დედაქალაქიდან - ლატვიური მედია

“ათობით უკრაინულ სატვირთოს, სანქციების გვერდის ავლით, ყოველდღიურად გადააქვს რუსულ საწვავი ლატვიის დედაქალაქიდან“ - ამის შესახებ, ლატვიური ტელეარხის tv3-ის პროექტზე Nekā personīga-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.

ლატვიურ მედიაზე დაყრდნობით, უკრაინული პრესა წერს, რომ “5 თებერვალს ევროკავშირში რუსული ნავთობპროდუქტების სრული აკრძალვა ამოქმედდა, თუმცა ამ ფონზე საწვავის სამმა ტანკერმა მოახერხა რიგის პორტში შესვლა სანკტ-პეტერბურგიდან. მათ შორისაა რუსული სახელმწიფო კომპანია Sovcomflot-ის გემები „NS Point“ და „NS Pride“. ტვირთის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 100 მილიონ ევროზე მეტს მიაღწიოს“.

პარალელურად, პარსის ტერმინალთან ჟურნალისტებმა შენიშნეს უკრაინული საწვავის მანქანები, რომლებსაც პორტიდან ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ.

"ამ კვირაში ჩვენი გადაცემა კვლავ წავიდა სიტუაციის აღსაწერად - ბოლო რუსული ტანკერის რიგის პორტში, ჩასვლიდან ორი თვის შემდეგ. ცხადია, რომ უკრაინიდან საწვავის სატვირთო მანქანები აგრძელებენ იქ გადაზიდვას", - ნათქვამია მასალაში.

გამომდინარე იქიდან, რომ "5 თებერვლიდან ევროკავშირში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი შეზღუდულია, უკრაინაში კი მათი შეტანის უფლებას უკვე წელიწადზე მეტია არ აძლევენ, შესაბამისად, საწვავის ტრანსპორტირება ხდება ყალბი სერტიფიკატებით“.

დღის ამბები