ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.
მისი თქმით, თავდამსხმელისა და ესებუას ხმის ნიმუშები იდენტურია. ამასთან, გამოიკვლიეს სუნის ნიმუშები და ესებუას სახლიდან ამოღებულუ მისი კუთვნილი სანადირო თოფის მასრები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდლობლობა, ხმის ნიმუშების გამოთხოვის შესახებ, რასაც ადვოკატები ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ითხოვდნენ.