26 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას - ფრიდონ ინჯია

”ევროპელი სოციალისტები” 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ. 

”ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ, ასევე პრესკონფერენციაზე მიხელ სააკაშვილის 8 აპრილის "ფეისბუკპოსტთან" დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

"სააკაშვილმა ბრძანა, თუ როგორი თანამედროვე სახელმწიფო ააშენა 2012 წლამდე, მაგრამ ამაში ავიწყდება როგორი იყო ეს სახელმწიფო, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. აწამებდნენ ადამიანებს უფრო სასტიკად, ვიდრე ამას აკეთებდა ფაშისტური გერმანია. სწორედ ასეთი იყო თანამედროვე, ფსევდო ამერიკულ-ევროპული სახელმწიფო. შედეგად რაც მივიღეთ და რაც დაგვიტოვა კარგად ჩანს. 2008 წელს ასე ცეკვა-ცეკვით დააკარგვინა საქართველოს მიწები. ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.

დღის ამბები