ზუგდიდში დღეს ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სხდომა ჩატარდება. ადვოკატი ხმის ნიმუშების გამოთხოვასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. დაცვის მხარე აპირებს ანალოგიური ექსპერტიზა დამოუკიდებლად ჩაატაროს. დღესვე გამოიკვლევენ მტკიცებულებებს - მათ შორის, იარაღის მასრებს, ასევე, ოდოროლოგიურ, ანუ სუნის ნიმუშებს.
რამდენიმე დღის წინ ბადრი ესებუას იარაღის შენახვისთვის 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.