26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ოფიციალურად, ბრალდებულის სტატუსის ატარებს - გასულ კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ნიუ-იორკის შტატის სასამართლო მოექცა

გასულ კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ნიუ-იორკის შტატის სასამართლო მოექცა. პლანეტის ყველა წერტილიდან აკვირდებოდნენ ისტორიულ პროცესს და ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდა.

ბრალდება საქმიანი დოკუმენტების გაყალბებას ეხება, პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსთან დაკავშირებულ საქმეში. თუმცა საბუღალტრო თაღლითობა მსუბუქი დანაშაულის კატეგორიაში გადის -შესაბამისად პროკურორმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ჩადენა სხვა, უფრო დიდი დანაშაულის დასაფარად მოხდა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსის ატარებს, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც კი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მას ხელი არ შეეშლება.

დღის ამბები