დღეს 9 აპრილია. თარიღი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 9 აპრილი ერთდროულად სიამაყეს, სიძლიერეს, ტკივილს, გამარჯვებას და მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას აერთიანებს. არავის, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ზუსტად 34 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის მიერ სასტიკად დარბეული აქცია. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ერთად შეკრული ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენ - მომავალ თაობას თავისუფლება გვაჩუქეს.
დღე, როდესაც მსოფლიომ საქართველოდან თავისუფლების ხმა გაიგონა - ხმა, რომელიც დღესაც ისმის. 1989 წლის 9 აპრილი, სამუდამოდ შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიების თავგანწირვის დღე. ჩვენ ყველას აუცილებლად გვემახსოვრება 9 აპრილის გმირები, რომლებმაც ქვეყანას თავისუფალი მომავალი აჩუქეს. დღეს, 34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და 32 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ეს არის ორი გადამწყვეტი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში და დღე, რომელიც ყველას აერთიანებს. დღე, როდესაც ხმამაღლა ვამბობთ მადლობას თავისუფლებისთვის.