26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
9 აპრილს დაღუპულები დღეს რეგიონებშიც გაიხსენეს - მათ ხსოვნას პატივი მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს

9 აპრილს დაღუპულები დღეს რეგიონებშიც გაიხსენეს. მათ ხსოვნას პატივი მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. რომლებმაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

საქართველოს დამოუკიდებლობას 34 წლის წინ, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე შეეწირნენ. ორივე მათგანი გურიის რეგიონიდან იყო, დღეს მეგობრებმა და თანაქალაქელებმა მათ ხსოვნას პატივი ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიაგეს.

9 აპრილის კიდევ ერთი მსხვერპლი 22 წლის მამუკა ნოზაძე კახეთიდან იყო. 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი კახეთშიც მიაგეს.  მემორიალთან სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

დილიდან 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში.

რუსულ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული გმირები დღეს საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსენეს. მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში არსებობს მემორიალი, სადაც გმირების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

დღის ამბები