26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
9 აპრილის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იკრიბებიან

დღეს 9 აპრილია. ზუსტად 34 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. 9 აპრილის მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ რიგითი მოქალაქეები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მთავრობა, დიპლომატები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც 34 წლის წინანდელ პროცესებში თავად მონაწილეობდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მოვალეები 34 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ და დღესაც იმ მონაპოვრის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. დილიდან, 9 აპრილი მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირული გმირების პატივსაცემად მოსწავლეები, სტუდენტები და ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც 1989 წელს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში თავადაც მონაწილეობდნენ.

საბჭოთა არმიის მიერ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდების შედეგად დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. რუსთაველის გამზირზე შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მივიდა.

პარლამენტის  წინ, იაპონიისა და გერმანიის ელჩებიც იყვნენ. დიპლომატებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილის მემორიალთან დღეს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც იმყოფებოდა. 

დაღუპული გმირები , საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენეს . რუსთაველის გამზირზე მემორიალთან თბილისი მერი კახა კალაძეც მივიდა . 34 წლის მომხდარი ტრაგედიასა და საქართველოს ისტორიისთვის ამ დღის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმაც ისაუბრეს.

1989 წელის 9 აპრილს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა 400 ზე მეტი მოქალაქე . ორი წლის შემდეგ, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი, ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ .

დღის ამბები