26 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
რატომ დაუწესდა სანქციები სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს - საქართველოს ხელისუფლება შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს ელის

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა მმართველი პარტიისთვის ისევ გაუგებარია, რის საფუძველზე დასანქცირდნენ ქართველი მოსამართლეები.

ოპოზიციამ ამერიკული მხარის ნაბიჯი კი მხარდაჭერად აღიქვა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის გადაწყვეტილება დამატებით არგუმენტირებას არ საჭიროებს. ოფიციალური განმარტება, რომ დეპარტამენტი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო, ოპოზიციისთვის მისაღებია - კითხვების გარეშე.

მოსამართლეთა სანქცირებაზე დამატებითი განმარტებები, რომ ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკურად არა სანქცია არამედ სავიზო შეზღუდვაა,”ქართული ოცნებისთვის” მოცემულობას არ ცვლის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მტკიცებულებების წარდგენის გარეშე გადაწყვეტილება უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელია.

3 მოქმედ და 1 ყოფილ მოსამართლეს, შტატებში შესვლა აეკრძალათ. სავიზო შეზღუდვა მათი ოჯახების წევრებზეც ვრცელდება.

დღის ამბები