26 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მამუკა მდინარაძე 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე: რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციებს

9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, თარიღის მითვისებას ვიწრო პარტიული ინტერესების მიზნით, თავხედობას უწოდებს.

"კიდევ უნდა ვახსენოთ 9 აპრილი და "ნაციონალური მოძრაობა". 9 აპრილის თარიღის ქვეშ, ეს ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის, და ამ ქვეყნის სამწუხარო ისტორიაა ასევე "ნაცმოძრაობა" თავისი წარსულით - თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით, იმ პერიოდისთვის, როდესაც ცოლ-ქმარი როცა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, მეორე ოთახში მალავდნენ ტელეფონებს; თავისი გადასკოჩილი ადამიანების გაუპატიურებით, სამწუხაროა, ამის თქმა რომ მიწევს, ეს კადრები ხომ ყველას გაქვთ ნანახი, კასრებიდან ამოღებული კადრები, თავისი წამებით, მკვლელობებით და სისხლით მორწყვის თბილისის, სხვა ქალაქებისა და სოფლების ქუჩების, ეს ყველაფერი ხომ გვახსოვს და ამ ყველაფრის ასოცირების მცდელობა რამდენად ამორალურია 9 აპრილთან, როდესაც ქართველი პოლიციელები ჯერ კიდევ იმ პერიოდში, იცავდნენ მოქალაქეებს სიკვდილისგან და ვერ მოახერხეს რამდენიმე ადამიანის დაცვა, თუმცა, ათობით და ასობით გადაარჩინეს, და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები, ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და რა "ნაციონალური მოძრაობა" - რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავიანთ აქციას, თუმცა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ეს როგორც ჩანს, დემოკრატიის ფასია,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე

 
დღის ამბები